სანდრო ნებიერიძე პიანისტთა 65-ე საერთაშორისო კონკურსის 6 ფინალისტს შორისაა

სანდრო ნებიერიძე ფერუჩიო ბუზონის სახელობის  პიანისტთა 65-ე საერთაშორისო კონკურსის 6 ფინალისტს შორისაა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინალური ტური გაიმართება 2-4 სექტემბერს, სადაც კონკურსანტები როგორც სოლო, ასევე კამერულ ნაწარმოებებს წარადგენენ პრესტიჟულ ,,simply_quartet” – თან (ვენა) ერთად.