ნიკოლოზ პეტრიაშვილმა „XXVI Open Internacional de Sants“-ზე მეორე ადგილი დაიკავა

ნიკოლოზ პეტრიაშვილმა წარმატებით იასპარეზა  ბარსელონაში.

ქართველმა მოჭადრაკემ „XXVI Open Internacional de Sants“-ზე 10 -იდან 8,5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

ნიკოლოზი ტურნირის სასტარტო რეიტინგ-სიის მე-13 ნომერი გახლდათ. ტურნირზე მან 10 თამაშიდან 7 გამარჯვება მოიპოვა და 3 ყაიმით დაასრულა, შეასრულა საერთაშორისო დიდოსტატის პირველი ნორმა და +23 რეიტინგ ქულაც დაემატა.