ისტორიაში პირველად ქართველმა ავტომრბოლელმა სანდრო თავართქილაძემ „NASCAR“-ის ევროპის სერიების ფარგლებში ჩეხეთში ჩატარებულ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა. „EuroNASCAR“-ის ასპარეზობებში ქართველი მრბოლელები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობენ.
„ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.