ორი დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქმა წიგნის მოყვარულებს უმასპინძლა.
ბათუმელებს და ბათუმის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ ახალი გამოცემები, ასევე მონაწილეობა მიეღოთ მრავალფეროვან ლიტერატურულ პროგრამაში, რომელიც მოიცავდა არაერთ საინტერესო აქტივობას — ავტორებთან შეხვედრებს, საბავშვო ღონისძიებებს, შემოქმედებით მასტერკლასებსა და დისკუსიებს თანამედროვე ლიტერატურისა და განათლების თემებზე.
ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერაა ორგანიზებული.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: „შემოქმედებითი საქართველო“, მწერალთა სახლი, საქართველოს კულტურის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია.