მერი ლომიძე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გახდა

სტამბოლში გაიმართა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯთა სემინარი, სადაც გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, მსაჯებს ენიჭებოდათ საერთაშორისო მსაჯის კატეგორია.

მერი ლომიძემ, წარმატებით ჩააბარა გამოცდა და გახდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ინფორმაციას საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფედერაციას უკვე სამი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ჰყავს: მერი ლომიძე, ვერიკო კაპანაძე და გიორგი ივანიშვილი. მომავალშიც გაგრძელდება სამსაჯო კომიტეტის გაძლიერება და მსაჯების გაგზავნა სხვადასხვა მაღალი რანგის სემინარებზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მსაჯთა დონის ამაღლებას და ეს წინაპირობა იქნება, მასშტაბური საერთაშორისო ტურნირების საქართველოში ჩატარებისა.