ნათია მელანაშვილი სწავლას ქალაქ სეულში, Korea University-ში აგრძელებს

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების კურსდამთავრებული ნათია მელანაშვილი სწავლას ქალაქ სეულში, Korea University-ში აგრძელებს.

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, ნათია სექტემბრიდან International Studies-ის სამაგისტრო პროგრამაზე კორეის კვლევის (Korean Studies) მიმართულებით ისწავლის სრული დაფინანსებით.

ნათია უკვე ფლობს კორეული ენის C2 სერტიფიკატს, რაც ათავისუფლებს მას დამატებითი ენის პროგრამისგან.

ასევე, ნათია 2023-2024 წლებში სწავლობდა სოგანგის უნივერსიტეტში კორეული ენის 1-წლიან კურსზე, რომელიც დაფინანსებული იყო Korea Foundation-ის მიერ.