ანა-მარია კვატაშიძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში აგრძელებს

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ფრანგული მიმართულების კურსდამთავრებული ანა-მარია კვატაშიძე სწავლას აგრძელებს აშშ-ში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით.

თავისუფალ უნივერსიტეტის ინფორმაციით, ანა-მარიამ მოიპოვა უნივერსიტეტის შიდა დაფინანსება და აგრეთვე განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია.

ელიოტის სკოლა მუდმივად აშშ-ს ტოპ ათეულშია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, თავისი ძლიერი აკადემიური პროგრამებითა და უშუალო კავშირით გლობალური დიპლომატიის ცენტრთან, ვაშინგტონთან. ამიტომაც ანა-მარიას ინტერესი თავიდანვე ამ უნივერსიტეტსა და პროგრამას დაუკავშირდა.

ასევე, ანა-მარიას თავისუფალ უნივერსიტეტში აქვს იაპონური ენის დამატებითი სპეციალობა გავლილი, რომლის ფარგლებშიც იაპონიაში ცუკუბას უნივერსიტეტში იმყოფებოდა გაცვლითი პროგრამით.