მარიამ ხაჭვანის ფილმი – „კაცების მიწა“ სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელია

სარაევოს 31-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო – “სარაევოს გული” – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსში გადაეცა მარიამ ხაჭვანის ფილმს “კაცების მიწა”.

“კაცების მიწა” მოგვითხრობს უშგულის მთის წესზე, რომელიც ადგენს, რომ თუ ოჯახში ვაჟი არ ჰყავთ, მიწა უნდა გადაეცეს უახლოეს მამაკაც ნათესავს, რომელიც ოჯახის გვარს გააგრძელებს. მომღერლობაზე მეოცნებე ქალი საკუთრების შესანარჩუნებლად მოძველებული ადათ-წესებისა და ტრადიციების საპირისპიროდ იბრძვის, ხოლო მისი სიმღერა  დამცავი ფარი ხდება დამცირების საპასუხოდ.

კაცების მიწამარიამ ხაჭვანისარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალიფესტივალი