მარიამ ნავროზაშვილი სწავლას University of Strasbourg-ის და University of Freiburg-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს

ქიმიის პროგრამის კურსდამთავრებული მარიამ ნავროზაშვილი სწავლას აგრძელებს University of Strasbourg-ის და University of Freiburg-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე. ის ისწავლის პოლიმერული მეცნიერებების მიმართულებით (International Master of Polymer Science – IM-PolyS). ინფორმაციას აგრარული უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა ორიენტირებულია პოლიმერული და “Soft Matter“ მეცნიერებების ინტერდისციპლინურ შესწავლაზე და აერთიანებს ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და მასალათმცოდნეობის მიმართულებებს.

აგრარულ უნივერსიტეტში საბაკალაბრო პროგრამის senior პროექტის ფარგლებში, მარიამი მუშაობდა წყალბადის ელემენტებში გამოყენებად პოლიელექტროლიტ მემბრანებზე, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი სამეცნიერო ინტერესების ჩამოყალიბებაზე. სამაგისტრო ნაშრომის ამავე მიმართულებით შესრულებას გეგმავს Hahn-Schickard Institute-ში, რომელთანაც აგრარულ უნივერსიტეტს მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებს.