18-21 სექტემბერს, ბათუმში, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება.
ტურნირზე დარეგისტრირდა 20 ქვეყნის 166 მონაწილე. მონაწილეთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 48%-ით არის გაზრდილი. 6 მაგიდის ნაცვლად ამჯერად შეჯიბრება ჩატარდება 9 სათამაშო მაგიდაზე.
სექტემბერში ბათუმი ახალგაზრდა ვარსკვლავებს მთელი მსოფლიოდან ელის.