ბათუმი-2025 დაიწყო

19 აგვისტოს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საერთაშორისო ახალგაზრდულმა საჭადრაკო ფესტივალმა.

ღონისძიება აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით იმართება.

ასპარეზობაში ჩართულია 100-ზე მეტი ახალგაზრდა მოჭადრაკე საქართველოდან, ამერიკიდან, უკრაინიდან და ფიდეს დროშის ქვეშ მოასპარეზე ქვეყნებიდან.

კატეგორიები: U08, U10, U12 და U20 (რეიტინგ ტურნირი).

სისტემა: შვეიცარიული, 7 ტური | 60’ + 30’’

23 აგვისტო – „გია მახარაძის თასი“

ელვისებური ტურნირი ღია და U12 კატეგორიებში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მხოლოდ ფესტივალის სპორტსმენებს, არამედ დელეგაციების წარმომადგენლებსა და ყველა მსურველს.