საქართველოს 18 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა

რუმინეთში, ქ. ორადეაში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინის ნაკრები 17 : 8 დაამარცხა.

ქართველი წყალბურთელები ჩემპიონატში D ჯგუფში გერმანიასთან, მალტასთან და უკრაინასთან ერთად ასპარეზობენ.