ვიზუალური ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებული მარი ბაბაევი სწავლას იტალიაში, ფლორენციის მოდის სკოლაში (Polimoda) მოდის დიზაინის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.
ყოველწლიურად Polimoda აცხადებს კონკურსს სწავლის სრული დაფინანსებისთვის, ჯამში 72 000 ევრო, რომელიც მხოლოდ ერთ სტუდენტს უფინანსებს სწავლას. წელს ამ კონკურსის გამარჯვებული მარი გახდა და მან სრული დაფინანსება მოიპოვა.
მარიმ მოწვევა მიიღო აგრეთვე IED Firenze-დან, ბრიუსელის Luca l School of Arts-დან და ლონდონის Royal College of Art-დან, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი შეაჩერა ფლორენციის მოდის სკოლაზე.
ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.