საქართველოს რეკორდსმენმა და მასტერსებს შორის მსოფლიოს რეკორდსმენმა ირაკლი რევიშვილმა სინგაპურში დასრულებულ მასტერსის მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა 35-39 ასაკობრივ კატეგორიაში.
ირაკლიმ პირველი ადგილი დაიკავა 200-400-800 მეტრზე თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში, დაამარცხა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გერმანელი რობინ ბაკჰაუსი.