17 აგვისტოს ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიება, დაინთება კოცონი, მოეწყობა კვების სივრცეები, ფოტოზონები და სპეციალური ინსტალაციები.
„14:00 -14:30 შუამთობის ოფიციალური გახსნა – უხუცესთა ანსამბლი „ღორჯომი“ – ცეკვა „განდაგანა“.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი და სიტყვით გამოსვლები.
14:30-15:00 კონცერტი, ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით:
ფოლკლორული ანსამბლი „ღორჯომი“;
გოგონათა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფიქალა“;
უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი „ღორჯომი“;
15:00-16:00 ბენდი „Tabemono“;
16:00-17:00 ღამის შოუს ბენდი;
17:00-21:00 DJ ჩიკი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.