ნინო ბაციაშვილი ესპანეთის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

ლინარესში ესპანეთის საკლუბო ჩემპიონატი – ‘Duobeniajan Costa Calida’ -ს გამარჯვებით დასრულდა.

გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა და გამორჩეული შედეგი აჩვენა ნინო ბაციაშვილმა  —მან  შვიდიდან შვიდი გამარჯვება მოიპოვა და რაც ყველაზე შთამბეჭდავია, ნინომ შვიდივე შეხვედრაში ვაჟი მოჭადრაკეები დაამარცხა  და საკუთარ რეიტინგს +28,4 Elo ქულა შემატა.

ნინო ბაციაშვილი