მარიამ კვირკველიძე სწავლას  Sotheby’s institute of Art-ში აგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული მარიამ კვირკველიძე სწავლას  აშშ-ში, Sotheby’s institute of Art-ში Art Business-ის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.

მარიამმა მოიპოვა 50%-იანი შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება, აგრეთვე განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსება, რაც სწავლის დარჩენილ საფასურს სრულად და ცხოვრების ხარჯებს ნაწილობრივ ფარავს.

პროგრამის ფარგლებში, მარიამი ძირეულად გაეცნობა და შეისწავლის როგორც ხელოვნების ისტორიას, ასევე სახელოვნებო ბაზრის სტრუქტურასა თუ მისი მართვის პრინციპებს.