2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება, ვენეცია დაემატება. ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით იტალიის უკვე მესამე ქალაქში იქნება მოხვედრა შესაძლებელი. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით შეასრულებს.
ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.