ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საერთაშორისო ციფრულ მარკეტინგულ და საკონსულტაციო კომპანიასთან Dragon Trail International-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთიდან ინფლუენსერებსა და ვიდეოგრაფებს უმასპინძლა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი მარკეტინგული კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას ჩინურ ტურისტულ ბაზარზე, გააცნოს ფართო აუდიტორიას საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები, ბუნება, კულტურა, სამზარეულო და ღვინო.
ტურის ფარგლებში ინფლუენსერებმა და ვიდეოგრაფებმა გადაიღეს საპრომოციო ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც განთავსდება სხვადასხვა ჩინურ პლატფორმაზე.
გადაღებები შედგა: თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, გურიაში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში.