რომის გალერეაში „PALAZZO VELLI EXPO“ გამოფენა „მისია მიქელანჯელო“ გაიმართა

21 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით, რომში, თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეის დამფუძნებლების დიანა რევაზიშვილის და ნინო რევაზიშვილის ორგანიზებით, საერთაშორისო ქართულ-იტალიური პროექტი „მისია მიქელანჯელო“ მიმდინარეობდა.

პროექტი მიეძღვნა მსოფლიო ხელოვნების გენიალურ ფიგურას — მიქელანჯელოს და მიზნად ისახავდა ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას და ქართულ – იტალიური ურთიერთობის გაღრმავებას.

23-24 ივლისს, გამოფენა „მისია მიქელანჯელო“ გაიმართა რომში, ტრასტევერეს ისტორიულ უბანში მდებარე ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ სივრცეში – გალერეა Palazzo Velli  Expo-ში. ეს შენობა შუა საუკუნეებიდან მოდის, Palazzo Velli მე-15 საუკუნეში ააგეს და თავდაპირველად ის იყო არისტოკრატული ველების ოჯახის რეზიდენცია, ამჟამად კი Palazzo Velli  Expo არის კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების ცოცხალი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს წარსულის არქიტექტურულ დიდებას და დღევანდელი არტისტული ექსპერიმენტის სივრცეს.

გამოფენა ოფიციალურად გახსნეს პროექტის ორგანიზატორებმა და კურატორებმა დიანა რევაზიშვილმა და ნინო რევაზიშვილმა, ასევე სპეციალურად მოწვეულმა იტალიელმა ხელოვნებათმცოდნე და კურატორმა ვალერია ცირონემ, რომელმაც ქართველ ხელოვანებს მაღალი შეფასება მისცა, მან აღნიშნა, რომ  გამოფენის მიზანია დიდ ევროპულ მხატვრულ ტრადიციასა და თანამედროვე საქართველოს ახალ შემოქმედებით ტალღას შორის ხიდის აგება, მისივე თქმით,გამოფენილი ნამუშევრები მეხსიერებას, იდენტობასა და თანამედროვე ვიზუალურ ენებს შორის დიალოგს გვთავაზობს. განსაკუთრებით აღფრთოვანდა ნამუშევრების მრავალფეროვნებითა და  სიღრმით.

“გამოფენაში მონაწილეობდნენ პროფესიონალი მხატვრები საქართველოდან, ასევე მოზარდი არტისტები სტუდია „არტ ნოვოდან“, ქალბატონი ანა ტაბაღუას ხელმძღვანელობით, რაც ღონისძიებას უნიკალურ საგანმანათლებლო და თაობათაშორის მნიშვნელობას სძენდა, მონაწილე ხოლოვანები დაჯილდოვდნენ საერთაშორისო დიპლომით და კატალოგით, სადაც შესული იყო მათი ხელოვნების ნიმუშები.

პროექტის ფარგლებში 26 ივლისს  ჩატარდა „კოლიზეუმის  სკეჩ-არტ შოუ“ რომის ისტერიული სიმბოლოს, კოლიზეუმის ფონზე, მონაწილე მხატვრებმა შექმნეს ჩანახატები, სადაც ანტიკური წარსული და თანამედროვე შემოქმედება ერთმანეთს შეხვდა.

მონაწილეებმა მოინახულეს ვატიკანის მუზეუმი და სიქსტეს კაპელა, სადაც იხილეს მიქელანჯელოს მსოფლიო შედევრი — ჭერის ფრესკები, რაც იყო ღრმა ემოციური და შემოქმედებითი გამოცდილება თითოეული მათგანისთვის.

„მისია მიქელანჯელო“ წარმატებით შედგა — ეს იყო შთაგონებით სავსე საერთაშორისო პროექტი, რომელმაც გააერთიანა ხელოვნება, კულტურა და მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. „მისია მიქელანჯელო“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელოვნება არის გლობალური ენა, რომელიც აერთიანებს კულტურებს, თაობებსა და ერებს და აჩენს გზას თანამშრომლობისთვის, შთაგონებისთვის და საერთო ღირებულებების გაზიარებისთვის“, – განაცხადა ქართულ კვირასთან საუბრისას „თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, დიანა რევაზიშვილმა.

პროექტის „მისია მიქელანჯელო“ მეორე ეტაპი საქართველოში, 25 ოქტომბერს,  სასტუმრო Tbilisi Marriott-ში გაიმართება. ჩატარდება წლის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული ღონისძიება – მესამე საერთაშორისო პრემიის „მიქელანჯელოს” დაჯილდოების ცერემონია ნომინაციაში „წლის ხელოვანი  2025“, პრემიის ლაურეატებს გადაეცემათ „მიქელანჯელოს“ ოქროს ქანდაკება, საერთაშორისო დიპლომი და კატალოგი, მოეწყობა გამოფენა, გაგრძელდება საერთაშორისო ხელოვნების დიალოგი.

დიანა რევაზიშვილითავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეა