ნინო გოთოშიას დებიუტი ოპერის სცენაზე ვენის ფილარმონიული ორკესტრის თანხლებით ზალცბურგის ფესტივალზე შედგა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
მათივე ცნობით, იგი სცენაზე ისეთ ვარსკვლავთან ერთად წარდგა, როგორიც ლიზეტ ოროპეზაა.
დონიცეტის “მარია სტუარდას” პრემიერა 1 აგვისტოს მედიჩი TV და მეცოს პირდაპირ ეთერში გადაიცა.