საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე 7 მედალი მოიპოვა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
10 წონითი კატეგორიიდან 5-ში ქართველი მოჭიდავეები გახდნენ ჩემპიონები. გარდა ამისა, ვერცხლისა და ბრინჯაოს თითო მედალიც მოიპოვეს.
ჩემპიონები ლუკა ღვინჯილია (57კგ); დავით ფაცინაშვილი(70კგ); ლუკა ჩხიტუნიძე (79კგ); სანდრო მარგიშვილი (92კგ) და მერაბ სულეიმანიშვილი (97კგ) გახდნენ.
ვერცხლის მედალს ნიკოლოზ ბეშიძე (65კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს – გიორგი გოგრიჭიანი(79კგ).
საქართველოს ნაკრები ტურნირზე არასრული შემადგენლობით გამოვიდა. გუნდი რუმინეთში მწვრთნელებმა აკაკი კუნჭულიამ და ზვიად გვილავამ ჩაიყვანეს. შეჯიბრებაზე უმაღლესი კატეგორიის ქართველმა არბიტრმა ზაზა ჯიბლაძემაც იმსაჯა.