საერთაშორისო საბავშვო და თოჯინური სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალზე მოზარდ მაყურებელთა თეატრმა გრან-პრი აიღო

ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ბიტოლაში გამართულ საერთაშორისო საბავშვო და თოჯინური სპექტაკლების მე-14 საერთაშორისო ფესტივალზე  ICTF Bitolino 2025 ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა გრანპრი აიღო.

ფესტივალ-კონკურსზე მოზარდ მაყურებელთა თეატრს გრანპრი გადაეცა რეჟისორების – დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას სპექტაკლისთვის „რწყილი და ჭიანჭველა“.

სპექტაკლს საქართველოში მიღებული აქვს შალვა დადიანის სახელობის პრემია.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.