საქართველოს სასკოლო გუნდი მსოფლიო არენაზე

2–7 აგვისტოს, ვაშინგტონში მიმდინარეობს ჭადრაკში მსოფლიო სასკოლო გუნდური ჩემპიონატი, სადაც საქართველოს სახელით ასპარეზობს 2025 წლის საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #41 საჯარო სკოლის გუნდი.

გუნდის შემადგენლობა ასეთია:

  • გაბრიელ გაბადაძე
  • ნიკოლოზ კაჭახიძე
  • გიორგი არსენიძე
  • ლუკა სახოკია
  • გუნდის კაპიტანი — ალექსანდრე არსენიძე, ქუთაისის საჭადრაკო სკოლის დირექტორი

ჩემპიონატში 48 ქვეყნის 54 გუნდი მონაწილეობს.