გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ახალგაზრდა მოკრივეთა შორის მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენმა 65კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
ახალგაზრდა მოკრივემ, ზვიად ჭოჭუამ ფინალამდე 3 შეხვედრა მოიგო, ოქროსთვის მედლისთვის შეხვედრაში კი მცირე ტრავმის გამო არ იასპარეზა და ვერცხლს დასჯერდა.