საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition კვლავ უმასპინძლებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში, საქართველო კვლავ უმასპინძლებს ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC), რომლის ოფიციალური პარტნიორია  Gurjaani Wine Festival • გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო კონკურსის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო.

IWSC-ის კონკურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიისთვის.  კონკურსი მწარმოებლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია საერთაშორისოდ აღიარებული ჟიურის წევრებისა და ექსპერტების წინაშე.

International Wine & Spirit CompetitionIWSCგურჯაანის ღვინის ფესტივალი