„საქართველო მინიატურებში“ შეკვეთილში მდებარე უნიკალური პარკია, სადაც წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები მინიატურულ ზომებში. აქ შეგიძლიათ, ყველა ღირსშესანიშნაობა ერთ სივრცეში მოინახულოთ. პარკი ქართული კულტურისა და ისტორიის გაცნობის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე — ტურისტებისთვის.