საქართველოს 15 წლამდე ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის მიერ გაწვრთნილმა ჭაბუკთა ნაკრებმა მადრიდის ევროპის ჩემპიონატზე 25 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა და როგორც მოსალოდნელი იყო 15 -წლამდელებმა ჩემპიონატი  გუნდური გამარჯვებით დაასრულეს.

პატარა ძალოსნებმა ჩემპიონატის პირველივე დღიდან დაიწყეს მედლების მოპოვება და კონტინენტის პირველობა ასევე დაასრულეს.

მათ მიერ მოპოვებული 25 მედლიდან 5 უმაღლესი სინჯისაა, 9 ვერცხლის და 11 ბრინჯაოსი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გუნდურ გამარჯვებაში წვლილი ნაკრების ყველა წევრმა  შეიტანა.

🏋️ მედალოსნები:

U15

🇬🇪 დავით კილაძე  –  2 ოქრო 1 ვერცხლი

🇬🇪 ავთანდილ ჩანდიშვილი –  1 ოქრო  2 ვერცხლი

🇬🇪 გიორგი ქინქლაძე  – 1 ოქრო 2 ვერცხლი

🇬🇪 ნიკოლოზ ჯალაღონია – 1 ვერცხლი 2 ბრინჯაო

🇬🇪 საბა კუჭავა – 1 ვერცხლი 1 ბრინჯაო

🇬🇪 შოთა კაკაბაძე – 3 ბრინჯაო

🇬🇪 ოთარ ბზიკაძე – 3 ბრინჯაო

🏋️ U 17

🇬🇪 ჯაბა ტყეშელაშვილი – 1 ოქრო 2 ვერცხლი

🇬🇪 ჯუმბერ ბეკოშვილი – 2  ბრინჯაო

🇬🇪 ზურაბ ანთაური – ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

🇬🇪 ბეჟან ჭიჭინაძე – ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების  მწვრთნელი

🇬🇪 ირაკლი გაბრიჭიძე – ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების  მწვრთნელი

🇬🇪 დავით ხარატაშვილი – ნაკრების მწვრთნელი

🇬🇪 გიორგი ჭინჭარაული – ექიმი-რეაბილიტოლოგი

🇬🇪 რუსკა მურადაშვილი – ფედერაციის გენერალური მდივანი

🇬🇪 ლაშა ტალახაძე – ფედერაციის პრეზიდენტი