„ევროპული სკოლის” კურსდამთავრებული ირაკლი ბეჟუაშვილი სწავლას გააგრძელებს ოქსფორდის უნივერსიტეტის Blavatnik School of Government-ში, სადაც საჯარო პოლიტიკის მაგისტრის (MPP) ხარისხს მიიღებს. ოქსფორდის უნივერსიტეტამდე მან კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა.
„კოლუმბიის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხის მიღებასთან ერთად, ირაკლიმ გამორჩეული აკადემიური შედეგებისა და ლიდერის თვისებების დემონსტრირება შეძლო. უნივერსიტეტში ირაკლი მოხვდა 15 სტუდენტს შორის, ვინც პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის თეზისის დაწერისთვის შეარჩიეს, ეკავა წამყვანი პოზიციები სტუდენტურ ორგანიზაციებში, იყო CMUNNY-ის გენერალური დირექტორი, Columbia European Society-ის პრეზიდენტი, არნოლდ ა. ზალცმანის ომისა და მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის სტიპენდიატი და Pi Sigma Alpha-ს – პოლიტიკური მეცნიერების ნაციონალური საპატიო საზოგადოების წევრი.
ირაკლი ბეჟუაშვილი უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთაც მნიშვნელოვან საქმიანობას ეწეოდა: მუშაობდა გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის მრჩევლად, European Horizons -ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ. იგი არის Action for Community Transformation (ACT) Georgia-ს დამფუძნებელი, წარმატებით ითანამშრომლა ევროპის პარლამენტთან, Jamestown Foundation-თან, და Çalık Holding-თან“, – ნათქვამია “ევროპული სკოლის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.