თბილისში ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა

ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. თბილისი, მსოფლიო ჩემპიონატს 8 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ჩემპიონატმა საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციისა და დელეგაციებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ტურნირში 120 ქვეყნის 1205  ქალი და მამაკაცი მოფარიკავე მონაწილეობდა.  ჩემპიონატი დაშნაში, რაპირასა და ხმალში მიმდინარეობდა; ასპარეზობები როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებებში ჩატარდა.

ტურნირზე 25  ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა, ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ისტორიული, ოქროს მედალი მოიპოვა.

დახურვის ცერემონიაზე, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის დროშა ჰონკონგის ფედერაციის წარმომადგენელს გადაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ჩინეთი იქნება.