უმაღლეს დონეზე ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს, საერთაშორისო ფედერაციისა და აზიის კონფედერაციის პრეზიდენტებმა მადლობის ნიშნად მედლები გადასცეს

უმაღლეს დონეზე ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს მერაბ ბაზაძეს და გენერალურ მდივანს ნინო ჯერენაშვილს საერთაშორისო ფედერაციისა და აზიის კონფედერაციის პრეზიდენტებმა მადლობის ნიშნად მედლები გადასცეს.

„გამოხმაურებები საერთაშორისო ფედერაციიდან და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების მხრიდან საკმაოდ დადებითია. მათი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატმა ძალიან კარგად ჩაიარა და ქართულმა მხარემ მაღალი დონის ტურნირი ჩაატარა“, – ნათქვამია საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.