ნინი ცქვიტარიამ და გიორგი კახიძემ ახალგაზრდებს შორის MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები მოიპოვეს

აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინი ცქვიტარიამ (56 კგ).

ნინი ცქვიტარიამ 3 მებრძოლი დაამარცხა და ნახევარფინალი უკრაინელ პოლინა კოვირნოვასთან დათმო. ნინი პირველი ქართველი მებრძოლია გოგოებს შორის, რომელმაც მსოფლიოს პრიზიორის ტიტული მოიპოვა

გიორგი კახიძე ახალგაზრდებს შორის MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია

ქართველმა სპორტსმენმა გიორგი კახიძემ (- 65,8 კგ) მსოფლიოს პირველობისთვის ბრძოლა ტაჯიკ მუჰამადჟონ პიროვთან დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე ხუთი მედალია. ოქრო შიო გენჯაძემ ( 40 კგ) მოიპოვა, ვერცხლს შაკო მესხი (44 კგ) დასჯერდა, ბრინჯაოს პრიზიორები კი ნინი ცქვიტარია (56 კგ) და რევაზ მჭედლიშვილი (57 კგ) გახდნენ.