თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა. მიმდინარე ტურნირზე საქართველოსთვის ეს პირველი მედალი იყო.
მეორე მედლის მფლობელი ზაკო მუშკუდიანი გახდა პარაცურვაში. ზაკომ ბატერფლაით ცურვაში 50 მეტრზე მესამე ადგილი დააფიქსირა და საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
დღეს სტამბოლში პარამოცურავეთა და პარატაეკვონდოს ნაკრები გუნდები იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრები პარასპორტის სამ სახეობაში ცხრა პარაათლეტით არის წარმოდგენილი. ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები 28 ივლისამდე გაგრძელდება.