საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაჯავშნის ტურისტულ პლატფორმასთან Expedia და სამოგზაურო მედია ჯგუფთან Beautiful Destinations ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კამპანიის მიზანია საქართველოს ტურისტული იმიჯის პოზიციონირება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ბაზრებზე.
დაჯავშნის პლატფორმაზე Expedia, დეტალური ინფორმაციაა განთავსებული საქართველოს ტურისტული მიმართულების, ბუნების, კურორტების, ღვინისა და გასტრონომიის შესახებ.
პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვა და განთავსების საშუალებების დაჯავშნა.
„გაიცანით საქართველოს უნიკალური ბუნება, გემრიელი სამზარეულო და მდიდარი კულტურა. საქართველოს შესახებ ცოტამ თუ იცის, მაგრამ თქვენ ის უკვე აღმოაჩინეთ“, – წერს Expedia.
გზამკვლევში ინფორმაციაა განთავსებული იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე დაგეგმილი ფესტივალების, მეღვინეობისა და კულინარიის შესახებ.
Expedia-ის საიტზე საქართველოს შესახებ ბანერებია განთავსებული, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილ გვერდებზე გადასვლა და დაჯავშნა.
Beautiful Destinations-ის სოციალური არხების ჯამური აუდიტორია 50 მილიონს აჭარბებს.
Expedia-ის მომხმარებელთა რაოდენობა კი 46 მილიონზე მეტია.
https://www.expedia.co.uk/spotlight/GuideToGeorgia_uk
https://www.expedia.com/spotlight/GuideToGeorgia
https://www.expedia.de/spotlight.