აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რევაზ მჭედლიშვილმა(57 კგ).
რევაზ მჭედლიშვილმა 4 მებრძოლი დაამარცხა და ნახევარფინალი ფინელ რიკარდ კალიონიემისთან დათმო.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე სამი მედალია, ოქრო შიო გენჯაძემ ( 40 კგ) ვერცხლის მედალი კი შაკო მესხმა (44 კგ) მოიპოვა.