ზაურ დვალაშვილი მსოფლიოს უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონია

გერმანიაში მიმდინარე მსოფლიოს უნივერსიადაზე საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედალი  ძიუდოისტმა ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ) მოუტანა. მან ფინალი იაპონელ კაიტო ამანოსთან დათმო.

ფინალამდე ზაურ დვალაშვილმა კვიპროსელი, ლიბანელი, უკრაინელი ძიუდოისტები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკელ სპორტსმენს სძლია.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია. ტაეკვონდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა (-74 კგ) ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ბრაზილიელი ვინისიუს მატოსი დაამარცხა.

ზაურ დვალაშვილიუნივერსიადა