ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი ნიკოლოზ ცაგარელი სწავლას აშშ-ში, Binghamton University-ის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სადოქტორო პროგრამაზე აგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მან მოიპოვა Binghamton-ის უნივერსიტეტისგან სწავლის სრული დაფინანსება (Tuition Scholarship). გარდა ამისა, გახდა Dr. Yukui Luo-ს კვლევითი ჯგუფის წევრი (Graduate Assistant), საიდანაც მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას.
ნიკოლოზმა სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად მოწვევა მიიღო ასევე University of Florida, Missouri University of Science and Technology და Lehigh University-დან, მაგრამ ამ უნივერსიტეტებში სწავლის ნაწილობრივი დაფინანსების გამო, საბოლოო არჩევანი Binghamton University-ზე გააკეთა.