თელავი ჩოგბურთში 12 წლამდე გოგონათა შორის „ევროპის ზაფხულის თასებს“ მასპინძლობს

თელავი ჩოგბურთში 12 წლამდე გოგონათა შორის „ევროპის ზაფხულის თასებს“ მასპინძლობს.

ღონისძიებაში კვიპროსის, დანიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, ლატვიის, თურქეთის და საქართველოს 12 წლამდე გოგონათა ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.

დღეს საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს გამართავს თურქეთის გუნდთან. საქართველოს ღირსებას იცავენ ნატალი ბასილაშვილი, ელისაბედ ხორავა და ანა ბერაძე. გუნდის კაპიტანია გიორგი ჭიჭაშვილი.