ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტმა ვახტანგ ჭიაბერაშვილმა (-60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მედლისკენ მიმავალ გზაზე, ვახტანგმა ჯერ ბერძენი ალექსანდროს პოლიქრონიდისი და სლოვენიელი რენე ვორსიჩი იპონით, ხოლო მეოთხედფინალში ნიდერლანდელი მორის ცვიერი ვაზარით დაამარცხა.
შემდეგ იყო ნახევარფინალური დაპირისპირება, რომელიც ვახტანგმა აზერბაიჯანელ ზეიდ ალასგაროვთან ერთი იუკოთი დათმო, ხოლო ბრინჯაოს ფინალში, შვეიცარიელ ტიმეო კორის 11-1 სძლია და ბრინჯაოს ოლიმპიური ფესტივალის მედალი მოიპოვა.
ამ გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეორე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.