მადრიდში მიმდინარე 15 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 56 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა ავთანდილ ჩანდიშვილმა წარმატებით იასპარეზა.
ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით კონტინენტის პირველობის ატაცში 83 / 86 / 88 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩანდიშვილმა აკვრაში დაძლეული 106 / 109 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ძალოსანი ორჭიდში მოგროვილი 197 კილოგრამით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
გარდა ამისა, ძალოსანმა ატაცში საქართველოს სარეკორდო ზღვარი 1, აკვრაში 3, ხოლო ორჭიდში 6 კილოგრამით გაზარდა.