აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს ჩემპიონობა შიო გენჯაძემ (40 კგ) იზეიმა. ქართველმა მებრძოლმა ფინალში იტალიელი მატეო ფაბრი დაამარცხა.
შიო გენჯაძემ მსოფლიოს პირველობაზე ჯამში 5 ბრძოლა მოიგო.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე ორი მედალია, ვერცხლის მედალი შაკო მესხმა (44 კგ) მოიპოვა.