ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველმა მზარეულებმა საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადამზადების კურსი გაიარეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ჟიურიმ 78 კანდიდატიდან 10 მზარეული შეარჩია. გამარჯვებულებმა საფრანგეთში, 2 კვირის განმავლობაში, კერძების მომზადების პრაქტიკული სწავლება გაიარეს, დაეუფლნენ ახალ ტექნოლოგიებს, გაეცნენ მსოფლიო უახლეს ტენდენციებს სამზარეულოს აღჭურვისა და მართვის კუთხით.
კურსის მონაწილეებს სერთფიკატები გადასცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი ხელს შეუწყობს მზარეულებს, რომ ქართული კულინარია კიდევ უფრო განვითარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.