Golden Apricot Yerevan International Film Festival-ზე საუკეთესო პროექტისთვის ბესო ოდიშარიას “ბოლო ზარი” დაჯილდოვდა

Golden Apricot Yerevan International Film Festival-ზე GAIFF Pro-ს ინდუსტრიულ სექციაში საუკეთესო პროექტისთვის დაჯილდოვდა ბესო ოდიშარიას დოკუმენტური კინოპროექტი “ბოლო ზარი”.

ავტორს დამატებით DOCA-ს სპეციალური ჯილდოც გადაეცა, რომელიც პროექტის განვითარებისთვის 3 საკონსულტაციო შეხვედრას მოიცავს.

„GAIFF Pro არის დაფინანსების, თანაწარმოების და საგანმანათლებლო პლატფორმა დასავლეთ აზიის ქვეყნებისთვის. ეს პროგრამა კინოპროფესიონალებს სთავაზობს პიჩინგ სესიებს და პირისპირ შეხვედრების შესაძლებლობას საერთაშორისო ფონდებთან და პოტენციურ თანამწარმოებლებთან. ღონისძიება ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალის Golden Apricot-ის პარალელურად გაიმართა.

ფესტივალზე წელს სხვადასხვა სექციაში რამდენიმე ქართული პროექტი იყო წარდგენილი, მათ შორის ალექსანდრე ქორიძის “კომფორტის ლიმიტი” და გიორგი ფარქოსაძის “ამ ფილმში არაფერი ხდება”.

ღონისძიებაში მონაწილეობა შესაძლებელი გახდა PlatformDoc-თან თანამშრომლობით“, – ნათქვამია DOCA · Documentary Association Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბესო ოდიშარიაბოლო ზარი