ავსტრალიაში გამართულ მათემატიკის (IMO 2025) 66 -ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. ინფორმაციას შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა – ივანე კობაიძემ და ირაკლი შეროზიამ, საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები სანდრო ჟღენტი, ვანო ელიზბარაშვილი და თევდორე ონაშვილი.
გუნდის ლიდერია გიორგი ჭელიძე, თანალიდერი – გივი ნადიბაიძე, ასისტენტი – გიორგი სვანაძე, დამხმარე პედაგოგი – ივანე გოქაძე.