თავისუფალი უნივერსიტეტის შენობის სისტემების ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებული მარიამ ადამია სექტემბრიდან სწავლას საფრანგეთში, გრენობლის უნივერსიტეტის გამოყენებითი მექანიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მარიამმა მოიპოვა France Excellence-ის დაფინანსება STEM-ის მიმართულებით, რომლის ფარგლებში სრულად ანაზღაურდება როგორც სწავლის საფასური, ასევე მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას ცხოვრების ხარჯების დასაფარად.
მის მიერ შერჩეული პროგრამა მოიცავს თეორიულ, რიცხვით და ექსპერიმენტულ კომპონენტებს.