გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ლაშა თაბუკაშვილის რომანი „ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, „ქართული ლიტერატურა უცხოურ თარგმანებში“ პროგრამის ფარგლებში, გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ქართველი მწერლისა და დრამატურგის, ლაშა თაბუკაშვილის რომანი „ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ“.

წიგნი დასტამბა გამომცემლობამ Daltas Verlag.

რომანი ქართულიდან გერმანულ ენაზე თარგმნეს მაია შილაკაძემ და ჰელმუტ კუნკელმა (Helmut Kunkel).

ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ! ლაშა თაბუკაშვილის პირველი რომანია. წიგნში მოთხრობილია იშხნელთა გვარის ორი წარმომადგენლის ისტორია. ერთი ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შვილია, რომელიც რთული ცხოვრების შემდეგ წარმატებული ბიზნესმენი ხდება. მეორე საქართველოში მცხოვრები, გამომცემელი ბექა იშხნელია. იგი ამერიკელი ქართველის შორეული ნათესავია. ისინი ნაწარმოების დასაწყისშივე ხვდებიან ერთმანეთს…