ვუქომაგოთ ნანა ძაგნიძეს

დღეს ბათუმში, სასტუმროში „გრანდ ბელაჯიო“ ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის მეოთხედფინალი გაიმართება, სადაც 4 ინდოელი, 3 ჩინელი და მხოლოდ ერთი ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე მიიღებს მონაწილეობას.

დღეს ნანა დაუპირისპირდება მსოფლიო რეიტინგის #3 მოჭადრაკეს, ლეი ტინგჟის. ეს იქნება ურთულესი ორთაბრძოლა და  წარმატება ვუსურვოთ ჩვენს ჩემპიონს.

მეოთხედფინალური წყვილები:

  • ლეი ტინგჟი (2552) 🇨🇳 🆚 ნანა ძაგნიძე (2505) 🇬🇪
  • ჰამპი კონერუ (2543) 🇮🇳 🆚 სონგ იუქსინი (2410) 🇨🇳
  • დივია დეშმუხი (2463) 🇮🇳 🆚 ხარიკა დრონოვალი (2483) 🇮🇳
  • ტან ჟონგი (2546) 🇨🇳 🆚 რამეშბაბუ ვაიშალი (2481) 🇮🇳
ნანა ძაგნიძე