გამოფენაში Summer Fancy Food Show 13 ქართული კომპანია მონაწილეობდა

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ნიუ-იორკში გამართულ საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში Summer Fancy Food Show 13 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტენდი გამოფენაზე წელს მესამედ იყო წარმოდგენილი

ღონისძიებას ყოველწლიურად 29,000-ზე მეტი პროფესიონალი შემსყიდველი და 2,400-ზე მეტი მონაწილე ესწრება 56 ქვეყნიდან.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ გამოფენის სტუმრებს მრავალფეროვანი პროდუქტი შესთავაზა, მათ შორის: კაკლოვანი კულტურა, ხილის და ბოსტნეულის წვენები, სუნელები და სანელებლები, თაფლი, საკონდიტრო ნაწარმი, დაფნა და .ა.შ.