სოფო ბერიშვილის ფილმმა “ილუზია” Best Shorts Competition-ზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

GAFA-ს კურსდამთავრებულმა სოფო ბერიშვილმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. მისმა ფილმმა “ილუზია” კალიფორნიაში, Best Shorts Competition-ზე, ნომინაციებში: დამსახურების ჯილდო – რეჟისურა და დამსახურების ჯილდო, სპეციალური აღნიშვნა – კინემატოგრაფია გაიმარჯვა.

 ფილმი „ილუზია“ სურეალისტური დრამაა, რომელიც მთავარი გმირის პიროვნულ ტრაგედიაზე მოგვითხრობს. ფილმში მონაწილეობენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობები: ცისია მეტრეველი, ალექსანდრე ბეგალიშვილი და პატარა ნენე ეპიტაშვილი. მუსიკა ფილმისთვის ზაზა მარჯანიშვილმა დაწერა. რეჟისორი, პროდიუსერი  და სცენარის ავტორი კი თავად სოფო ბერიშვილია.