ია სარალიძე სწავლას State University of New York at Binghamton-ში განაგრძობს

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტი ია სარალიძე სექტემბრიდან სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, State University of New York at Binghamton-ში, კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე განაგრძობს.

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, მის სწავლას სრულად აფინანსებს უნივერსიტეტი, ხოლო პროფესორის დამხმარის (Teaching Assistant) პოზიცია დამატებით დაფარავს იას როგორც საცხოვრებელ, ასევე ყოველდღიურ ხარჯებს.

ია დაინტერესებულია ელექტრული სისტემებითა და ამავე დროს, კვანტური ფიზიკით, მის მიერ შერჩეული პროგრამა კი ამ ორი მიმართულების სინთეზს წარმოადგენს.